„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს უსამძიმრებს
„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს უსამძიმრებს
17:33 23.11.2017
„საზოგადოება 20/30“-ის ხელმძღვანელი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამო დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ამასთან დაკავშირებით „საზოგადოება 20/30“ განცხადებას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს. ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. ასევე, მადლობას ვუხდი ყველა იმ სამართალდამცავს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ მოქალაქეთა უსაფრთხოებას. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. მიუხედავად ამ შემზარავი მოვლენებისა, მჯერა, საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.

ბეჭდვა