ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით დღეს, 24 ნოემბერს დედაქალაქის ნაწილს
ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ნინო რამიშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და მახათას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
