პატრიარქმა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაადგინა
პატრიარქმა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაადგინა
11:51 23.11.2017
პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.
გადაწყვეტილება დღეს თავად ილია მეორემ ქაშუეთის ტაძარში წაიკითხა.

პატრიარქს შეუძლია მას მოვალეობის შესრულება გადასცეს. მოსაყდრე დაეხმარება თავისი მწყემსმთავრული მოვალეობის შესრულებაში.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს.

ბეჭდვა