სპეცოპერაციის გამო სამგორში მდებარე სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
 სპეცოპერაციის გამო სამგორში მდებარე სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
13:32 22.11.2017
სამგორის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მე-16, 109-ე და 86-ე საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სამი საბავშვო ბაღი სპეცოპერაციის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, საიდანაც აღსაზრდელები უკვე გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე უკვე 18 საათზე მეტია მიმდინარეობს.



ბეჭდვა