სოფელ ნოჯიხევში მონადირეებმა მგელი მოკლეს
სოფელ ნოჯიხევში მონადირეებმა მგელი მოკლეს
18:03 21.11.2017
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მონადირეებმა მგელი მოკლეს. მათი თქმით, საძოვრიდან, სადაც მგელი მოკლეს, დაახლოებით 200-300 მეტრში ცენტრალური ავტომაგისტრალია, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ოჯახია დასახლებული.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მტაცებელი მათ საფრთხეს უქმნის.

„8 წელია გამოჩნდა და მე პირადად უკვე 11 სული საქონელი დამიგლიჯა. წელს ერთი მოზვერი გაექცათ, თორე იმასაც დამიგლეჯდნენ. ხშირია ასეთი შემთხვევები“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ბეჭდვა