სოციალურ კამპანიასთან - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება
სოციალურ კამპანიასთან - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება
09:56 21.11.2017
დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენციაზე, დედაქალაქის მასშტაბით CO-თი გარდაცვალებისა და ინტოქსიკაციის შესახებ ბოლო სამი წლის სტატისტიკას წარადგენენ და აღნიშნული მიმართულებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ ისაუბრებენ.

ბეჭდვა