მოგზაურობა გმირების სამყაროში #1 ბარათის მფლობელებისთვის
მოგზაურობა გმირების სამყაროში #1 ბარათის მფლობელებისთვის
13:29 20.11.2017
ყველას, ვისაც #1 ბარათი აქვს, “თიბისი ბანკი” და მასტერქარდი განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებენ. სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მოიგონ საგზური მთელი ოჯახისთვის სუპერგმირების სამყაროში (2 მშობელი და 2 ბავშვი) ქ.დუბაიში. საგზურის მისაღებად საკმარისია განახორციელო ყველაზე მეტი გადახდა #1 ბარათით 15 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ან 5 დეკემბრიდან - 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით.

საგზურში შედის :
• ორმხრივი ავიაბილეთი;
• 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება 5 დღის განმავლობაში;
• 1 დღე „მარველის“ ატრაქციონების პარკში IMG World of Adventure;
• სადილი „მარველის“ თემატურ კაფეში;
• დუბაის შადრევნების შოუზე დასწრება;
• ბურჯ ხალიფას ტური;
• სამოგზაურო დაზღვევა.

თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს #1 ბარათი, მისი აღება შესაძლებელია “თიბისი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში. ბარათის ყველა მფლობელი ავტომატურად ერთვება გათამაშებაში. საგზურის მფლობელი გამარჯვებული ოჯახების გამოცხადება მოხდება არაუგვიანეს 2018 წლის იანვრისა. მოგზაურობა დუბაიში დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე.


ბეჭდვა