საბავშვო ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იკრძალება
საბავშვო ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იკრძალება
09:35 20.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა იკრძალება 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე.

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

ბეჭდვა