საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ფინალში გავიდნენ
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ფინალში გავიდნენ
16:57 19.11.2017
საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს გუნდი ორი წარმატებული თამაშის შემდეგ ფინალში ითამაშებს.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს პარლამენტის გუნდმა ორი წარმატებული თამაში გამართა.
ქართულმა გუნდმა დღეს ორი შეხვედრა გამართა, პირველი თამაში რუმინეთის პარლამენტის გუნდთან, ანგარიშით 7:1 მოიგო, ხოლო უკრაინის რადას გუნდთან გამართული თამაში ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ქართველი პარლამენტარების გუნდი ერთი მოგებით და ერთი ფრით ტურნირის ფინალშია და ხვალ, მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის საპარლამენტო გუნდს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 2:2, ხოლო უნგრეთის გუნდთან თამაში ანგარიშით 2:0 მოიგო.

ბეჭდვა