ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ პირველ მოადგილე ლაშა ბოლქვაძესთან ერთად შ.პ.ს.
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში, გენერალური დირექტორი ოლაფურ ბირგისონი, სოციალური გუნდის დირექტორი ზვიად დიასამიძე და საინფორმაციო ოფიცრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. განხილული იქნა აგრეთვე, მუნიციპალიტეტისა და აღნიშნულ კომპანიის ერთობლივი ძალისხმევით, გასულ წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები და სამომავლო ღონისძებები დაიგეგმა.
