დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ როდესაც უწყების თანამშრომელი კონკრეტულ
პროექტს კარგად განახორცილებს, მერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ პრემია გამოუწეროს.
მისივე თქმით, პრემია-დანამატები ზომიერების ფარგლებში უნდა გაიცეს.
ამის შესახებ კალაძემ ტელეკომანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება ზოგადად პრემიებს, მე ამაზე ბევრი საუბარი მომიწია. პრემიაც აუცილებლად გასაკეთებელია, როდესაც შენი თანამშროიმელი კონკრეტულ პროექტს ძალიან კარგად ასრულებს, რა თქმა უნდა, მერს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ პრემია გამოუწეროს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ზომიერების ფარგლებში“- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მერიაში ოპტიმიზაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მერია მოქნილი სტრუქტურა იყოს და სერვისებსა და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირდეს.
„ზოგადად ოპტიმიზაციას რაც შეეხება, ჩვენ ვმუშოაბთ ამაზე, განხორცილდება გარკვეული სტრუქტურული რეფორმები. არ იფიქროთ, რომ რაღაც თვითმიზანია, რომ ჩვენ ვიღაც სამსსახურიდან გავუშვათ ან ა.შ. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ მერია იყოს მოქნილი სტრუქტურა, იყოს კომფორტული მოსახელობისთვის, სერვისებზე და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, შესაბამისად ამაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს“- განაცხადა კალაძემ.
