კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ გორში შეხვედრას გამართავს
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ გორში შეხვედრას გამართავს
10:23 05.07.2012
გორში, კოალიცია - „არჩევანის თავისუფლებისთვის“ და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით,   ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ე.წ. must carry-ისა და must offer -ის კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
შეხვედრას დაესწრებიან კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები, ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი და სხვა.
შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

ბეჭდვა