თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
18:19 14.11.2017
თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა.

გადაწყვეტილების მიზეზად ის პირად ინიციატივას ასახელებს.

მისივე განმარტებით, სფეროს ახალი ენერგია სჭირდება.
„ჩემი ინიციატივით, გუშინ მივმართე ქალაქ თბილისის ახალ მერს, ბატონ კახი კალაძეს და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა.
ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ სფეროს ახალი ენერგია, ახალი ინიციატივები და ახალი მიდგომები სჭირდება,“ - განაცხადა თორდინავამ.


ბეჭდვა