კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში მონაცემთა სამდღიანი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში მონაცემთა სამდღიანი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
13:47 14.11.2017
თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, 15, 16 და 17 ნოემბერს მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi ჩატარდება.


DataFest Tbilisi 2017-ს 400-მდე დამსწრე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი, 20 სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრება.

მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან როგორებიცაა CNN და Facebook მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ.
ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ვორქშოპები, რომელსაც მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ. დამსწრეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მინიჰაკათონში და მონაცემთა ბაზის დამუშავებით სხვადასხვა აპლიკაციები და ციფრული ხელსაწყოები შექმნან.

ფესტივალი 15 ნოემბერს, 09:30-ზე დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://datafest.ge


ბეჭდვა