დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 12 საათამდე სანერგე მეურნეობის დასახლების, ნაქალაქევის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 14 საათამდე დაბა წყნეთს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ცოტნე დადიანის ნაწილს, ჩოდრიშვილის, მანჯგალაძის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში შეზღუდვა ასევე, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ბარალეთის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ამაღლების, წავკისის, ბოლო აღმართის, ოქროყანის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
ქვესადგურში „აბრეშუმი“ პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის ნაწილს, სანზონის, ერწოს, თიანეთის, ხორნაბუჯის, ტიბაანის, გუდამაყრის, ჩარგლის, ლიახვის, რატევანის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შუქი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, გურჯაანის, ჩუბინიძის, ირბახის და მიმდებარე ქუჩებს, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს და უზნაძის ქუჩის აბონენტებს გაეთიშება.
10-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მოსკოვის გამზირის ნაწილს, ქინძმარაულის II შესახვევის ნაწილს, ჯავახეთის შესახვევის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, ახვლედიანის ნაწილს, ქაიროს და მიმდებარე ქუჩებს დროებით შეეზღუდება.
ქვესადგურში „დიდი ნავთლუღი“ პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 11-დან 14 საათამდე წმინდა ბარბარეს უბნის, მშენებელთა დასახლების, კახეთის გზატკეცილის ჩიხის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის, ქაიროს და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურშე „დიღომი-1“ სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 11-დან 15 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის ნაწილს, ხოლო 11-დან 18 საათამდე დიღმის მასივის V კვარტლის აბონენტებს გაეთიშება.
