ვარშავაში 21 ქართველი არ შეუშვეს
 ვარშავაში 21 ქართველი არ შეუშვეს
18:10 13.11.2017
21 ქართველს პოლონეთში არ უშვებენ.
ისინი ამ დრომდე ვარშავის აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან.
როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, ვარშავის აეროპორტში მათ პასპორტები და ზოგიერთს ასევე ბილეთებიც ჩამოართვეს.
„ჩამოგვართვეს პასპორტები, ზოგს ბილეთებიც ჩამოართვეს და ბილეთებიც დაიკარგა, აღარ ჩანს საერთოდ. რამდენიმე კაცი ბილეთის გარეშეა დარჩენილი, უკან წამოსასვლელი ბილეთის გარეშე. გვთხოვენ, რომ დატოვეთ აეროპორტი, წადით ნებისმიერ ქვეყანაში ან დაბრუნდით საქართველოში... დავუკავშირდით საელჩოს და იქიდანაც გვეუბნებიან, რომ ბილეთები აიღეთ და წადით. ანუ გვტოვებენ ყველანაირი პასუხის გარეშე. რატომ უნდა წავიდეთ, როცა ყველაფერი გვაქვს წესრიგში? იყო გარკვეული სიტყვიერი შეურაცხყოფაც“ - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან საუბრისას.


ბეჭდვა