ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ, სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
მეტეხის ტაძართან, ხიდზე 17:00 საათზე პარაკლისი ჩატარდება.
