"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ღია კარის დღეს მართავს
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ღია კარის დღეს მართავს
12:15 27.02.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დღეს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს მართავს.
ორგანიზაციის იურისტები სოციალურად დაუცველებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევენ და დაზარალებულების უფლებებსა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილებას უზიარებენ.
მოქალაქეებთან შეხვედრები დღეს  "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ოფისში 12:00-დან 14:00 საათამდე მიმდინარეობს.
როგორც "ნიუსპრესს" "ადამიანის უფლებათა ცენტრიდან" აცნობეს, პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის "სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
კონსულტაციები ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის - "უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის" ფარგლებში ტარდება.

ბეჭდვა