რაჭაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა
რაჭაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა
14:29 10.11.2017
სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რაჭაში, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ოფთალმოლოგიური ოპერაციები (კატარაქტას ექსტრაქცია, ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლით) მიმდინარეობს.
ოპერაციებს პროფესორი საშა ალექსიძე დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ატარებს, პაციენტები კი საოპერაციოდ ოფთალმოლოგებმა იზა ცხვედიანმა და კობა ჩიღვინაძემ მოამზადეს.
სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ოპერაციების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში 10–12 ნოემბერს თვალის ოპერაციას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 50–ზე მეტი პაციენტი გაიკეთებს.


ბეჭდვა