საკანალიზაციო მილის დაზიანების შედეგად თბილისში ორი სახლი დაიტბორა
 საკანალიზაციო მილის დაზიანების შედეგად თბილისში ორი სახლი დაიტბორა
10:26 10.11.2017
თბილისში, აფრიკის დასახლებაში საკანალიზაციო მილის დაზიანების გამო ორი სახლი დაიტბორა.
შემთხვევის დროს ერთ-ერთ სახლში ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
საცხოვრებლებში წყლის შევარდნის შედეგად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაინგრა სველი წერტილები.


ბეჭდვა