ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა
პანთეონში მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიას პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
მანამდე სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველი პოეტი 12 აგვისტოს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.
