საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში
ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში.
“ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში და ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში. ძალიან დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელს ქართულ საზოგადოებას“-აღნიშნა პრემიერმა.
