„მწვანეთა პარტია“ ბოლნისის რაიონში არსებულ ეკოციდთან დაკავშირებით მასალებს გამოაქვეყნებს
„მწვანეთა პარტია“ ბოლნისის რაიონში არსებულ ეკოციდთან დაკავშირებით მასალებს გამოაქვეყნებს
17:44 04.07.2012
„მწვანეთა პარტიის” გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენცია თემით - „ენერგეტიკის სამინისტრომ მადნეულის რუსულ მეპატრონეებს ბოლნისის მოსახლეობის მოწამვლის უფლება 13 მილიონად მიყიდა“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „მწვანეთა პარტიიდან“ აცნობეს, პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება ოფიციალური ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროსა და მადნეულის მეპატრონოებს შორის, ასევე, მასალები ბოლნისის რაიონში არსებულ ეკოციდთან დაკავშირებით.

ბეჭდვა