ფოთში ახალგაზრდა ქალი ჯილეხით გარდაიცვალა
ფოთში ახალგაზრდა ქალი ჯილეხით გარდაიცვალა
12:29 09.11.2017
ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების ეპიდემიოლოგების თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

„5 დღის დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, როდესაც უკვე მდგომარეობა თანდათან ურთულდებოდა. აღენიშნებოდა თავის ტკივილი, ღებინება, კისრის მარჯვენა ნაწილში დასიებული ჰქონდა. ყელში აღენიშნებოდა მონაცრისფრო ნადებები ლაბორატორიულად ამოითესა ბაქტერია და დადასტურდა, რომ იყო ჯილეხი,“-განაცხადადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მაკა გაბუნიამ.

ბეჭდვა