ცხაკური-ხვამლის მონაკვეთზე გზის კაპიტალური შეკეთება იგეგმება
ცხაკური-ხვამლის მონაკვეთზე გზის კაპიტალური შეკეთება იგეგმება
15:44 08.11.2017
ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცხაკური-ხვამლის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ასევე გზაზე მოეწყობა კიუტები (სანიაღვრე არხები), დამცავი ბარიერები, წყალგამტარი მილები. აგრეთვე გათვალისწინებულია ცხენისწყალზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია.

ადგილზე პროექტირების წინამოსამზადებელი-მოკვლევით და დათვალიერებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში(თანხა 195000 ლარი) შ.პ.ს ,, ინტერპროექტმა"(დირექტორი კახა კობახიძე) გაიმარჯვა. საპროექტო დოკუმენტაციის მოწოდების ვადა სამი თვეა.

ბეჭდვა