პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს ხვალ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
დღეს პოეტის ოჯახში პანაშვიდი გაიმართება.
ჯანსუღ ჩარკვიანს დაკრძალვის ცერემონიამდე სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც ასევე სამოქალაქო პანაშვიდი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 86 წლის ასაკაში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ორი დღის წინ რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
