"ბერმუხამ" ფესტივალ "ფაზისზე" გრანპრი მოიპოვა
"ბერმუხამ" ფესტივალ "ფაზისზე" გრანპრი მოიპოვა
15:18 08.11.2017
ხულოს უხუცესთა ანსამბლმა „ბერმუხამ“ქალაქ ფოთში გამართულ ხელოვნების მე-5 საერთაშორისო ფესტივალ „ფაზისში“ მიიღო მიიღო მონაწილეობა და მთავარი პრიზი მოიპოვა. უხუცესთა გამოსვლამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მაყურებელზე, ისე ჟიურის წევრებზე.

ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ფესტივალში საქართველოს გარდა ბულგარეთის, ლატვიის, ყაზახეთის, ისრაელის, სომხეთის, რუსეთის, ბელორუსიისა და პოლონეთის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. ღონისძიება სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, ჟიურის წინაშე კი 700-მდე კონკურსანტი წარსდგა. ფესტივალის მონაწილეები როგორც ქართველმა, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა კომპეტენტურმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს. გამარჯვებული კონკურსანტები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ. კონკურს-ფესტივალი 6 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურა.

ბეჭდვა