მოქალაქეებს ID ბარათებისა და პასპორტების მიღება ფოსტით შეეძლებათ
მოქალაქეებს ID ბარათებისა და პასპორტების მიღება ფოსტით შეეძლებათ
17:12 04.07.2012
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს.

ID ბარათისა და პასპორტის აღების მსურველებს შეუძლიათ დოკუმენტის მისაღებად განაცხადი იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში შეიტანონ, ხოლო დამზადებული დოკუმენტი დასახელებულ მისამართზე ფოსტით მიიღონ.

ახალი ინიციატივის მიხედვით მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს სერვისით სარგებლობისთვის, დოკუმენტის ღირებულებასთან ერთად, დამატებით ორი ლარის გადახდა მოუწევთ.

ID ბარათები და პასპორტები მოქალაქეს შეუძლია მიიღოს განაცხადის ჩაბარებიდან მე–10, მე-5,მე–3, მე–2 და იმავე დღეს. დოკუმენტის ჩაბარების ადგილად განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ მისამართი, მათ შორის სოფლად არსებული მისამართები.


ბეჭდვა