ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით
„ჩვენებურები“ გაიმართა.
კონფერენცია თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს მიეძღვნა. ადგილობრივ მომხსენებლებთან ერთად მოხსენებები წარმოადგინეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური მდივნის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა, ისტორიკოსმა როზეტა გუჯეჯიანმა და სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებელმა გიორგი ირემაძემ.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ესწრებოდა.
