თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
09:35 08.11.2017
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით დღეს, 8 ნოემბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:

ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის, ფეიქართა და ანდრონიკაშილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლუსინიანის, ბოდბეს, იალბუზის, სამასი არაგველის, ბოჭორმის და არბოშიკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, ფორაქიშვილის, კაჭარავას, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
თ 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, იაშვილის, ლერმონტოვის, ამაღლების, ქიქოძის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების და ხვედელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა