რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის შემდეგ 10 წელი გავიდა
  რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის შემდეგ 10 წელი გავიდა
09:16 07.11.2017
რუსთაველის გაზირზე, 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციების სისხლიანი დაშლიდან 10 წელი გავიდა.
მომიტინგეები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დღის ბოლოს კი სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა.

ამის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

ბეჭდვა