საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 30 ოქტომბრიდან 03 ნოემბერის ჩათვლით, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი, 11,01 კუბ.მ ხე-ტყის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 6501,3 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი პირების მიმართ, შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა და ჩამოერთვათ საქონელი.
