ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშნა
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშნა
09:33 08.11.2017
ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში ხვალ, 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

თბილისის მერიის ცნობით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.

ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ - 13:00 საათსა და 18:30 საათზე ვარდების მოედნიდან გავა.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

ბეჭდვა