„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 9 ივლისს კვლევის - „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი“ მეორე ანგარიშია, რომელსაც იგი „საქართველოს ჯანდაცვის სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში აქვეყნებს.
კვლევაში ჰოსპიტალური სექტორის მიმდინარე რეფორმა და ამ სფეროში არსებული გამოწვევებია განხილული.
პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ფინანსდება. პრეზენტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში გაიმართება.
