დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:25 06.11.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, ჯავახეთის და სუხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ცაიშის, სალხინოს, აბაშის, ასხინის და ქვალონის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე ფანჯიკიძის ქუჩის მაცხოვრებლები.

ბეჭდვა