„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში წინწკალაშვილებში, ჭახაურსა და ადაძეებში
ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წინწკალაშვილებსა და ადაძეებში საყრდენი კედლები, ხოლო ადაძეებში გაბიონი მოეწყო.
სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20357 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. „ელეგანტმა“ შეასრულა.
