გიორგი მუსხელიშვილი და ნოდარ ტურძელაძე ვაკის მცხოვრებლებს შეხვდნენ
გიორგი მუსხელიშვილი და ნოდარ ტურძელაძე ვაკის მცხოვრებლებს შეხვდნენ
14:14 03.11.2017
ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ვაკის #02 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი მუსხელიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის 43-ში სავარჯიშო ფიტნეს ზონა ეწყობა. მოედანზე 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა, ტერიტორიაზე ასევე უკვე მოწყობილია ფანჩატური. ბაგების II კორპუსის მიმდებარედ კი ახალი სკვერი გაკეთდა.
მერიის ცნობით, რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამას, აბაშიძის 41-ში მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ნოდარ ტურძელაძე და გიორგი მუსხელიშვილი აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

ბეჭდვა