ჩუღურეთის რაიონში 500 ხე-მცენარე დაირგვება
 ჩუღურეთის რაიონში 500 ხე-მცენარე დაირგვება
12:43 03.11.2017
საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა.
დედაქაალქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატებმა პარლამენტიდან და საკრებულოდან გიორგი ვოლსკიმ და რიმა ბერაძემ და რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ მიიღეს.

რაიონის გამგეობის დაკვეთით, ჩიტაიას, ნორიოს და ტერენტი გრანელის ქუჩებზე მდებარე სკვერებში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და დეკორატიული ბუჩქები დაირგო. საშემოდგომო გამწავნების ფარგლებში,ჩუღურეთის რაიოში სულ 500 ხე-მცენარე დაირგვება.



ბეჭდვა