ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
15:23 02.11.2017
ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა- რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია სოფელ ბოძაურის საბავშვო ბაღის 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოები, რაც შენობის გადახურვისა და კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 283555 ლარს. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ლაპოტი 2012“ ახორციელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი არის გარდამავალი, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ჯამში აშენდა 9 და რეაბილიტირდა 6 საბავშვო ბაღი. მიმდინარე წელს დაიწყო კიდევ 3 ახალი ბაღის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია. შედეგად, მომავალ წელს ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე გვექნება 23 თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი.

ბეჭდვა