Tbilisi Event Hall-ში, დღეს თბილისის რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის პირველი
კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისტერნ პრომოუშენსის დირექტორი გიორგი კერესელიძე გახსნიან.
საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაშე Tower of Power წარდგება.
წელსაც, ტრადიციულად ჯაზ-ფესტივალის წარმდგენია TBC STATUS.
კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
