საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქმა, კირილემ რუსეთის პატრიარქის
ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟა.
გზავნილი კათალიკოსს პირადად რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ამ მიზნით თბილისში იმყოფებოდა.
საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის საკითხსაც. მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებით, რუსეთის მხარე მზად არის სამუშაო ჯგუფი აამოქმედოს, რაზეც მისი თქმით ილია მეორე და კირილე წინა შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„მივიღე თქვენი მოწვევა, თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს დავესწრები დღესასწაულს. ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია. აფხაზეთში კი არის პიროვნება, ისიც გვარად კაციაა. ის რელიგიურ ორგანიზაციებთან, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ აზრს, რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში.
მე მიყვებოდნენ რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფს, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადმიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში. ვფიქრობ, დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ“- ბრძანა ილია მეორემ.
