საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება
საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება
13:53 30.10.2017
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს კრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი, ბო დენიელსენი ესტუმრა.
საერთაშორისო ექსპერტი, პროექტ STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის ინგლისურენოვან, ერთსაფეხურიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას შეაფასებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.

2017 წლის ბოლომდე საერთაშიროს ექსპერტების მონაწილობით საქართველოს 11 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 21 ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი სამედიცინო და სადოქტორო პროგრამა შეფასდება.


ბეჭდვა