გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის მტკიცებით, თბილისში, ლილოს დასახლებაში მოსახლეობას ინტოქსიკაციის
საფრთხე აღარ ემუქრება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ხაჩიძემ წუხელ, ლილოში კონცენტრირებული ქლორის ავზიდან გაჟონვის გამო მოსახლეობის მოწამვლის საკითხთან მიმართებაში განუცხადა.
„ადგილზე უკვე ვიყავი და შემიძლია გითხრათ, რომ შედეგების აღმოფხვრის სამუშაოები მიმდინარეობს, ტარდება ჰაერის და წყლის ანალიზი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება“ – აღნიშნა ხაჩიძემ.
გუშინ, გვიან ღამით, ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის გამო 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, მათი ნაწილი კვლავ კლინიკებში რჩება.
