საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს
საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს
13:31 27.10.2017
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში გადაეცემათ.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, 2012 წლიდან დღემდე, მუდმივ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით უკვე 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ბეჭდვა