თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
09:33 27.10.2017
სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო დღეს, 27 ოქტომბერს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:

ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის, ანაპის 414-ე დივიზიის და ვანათის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის და გარეჯის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის და ცხვედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, კეცხოველის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის შესახვევის და მეტეხის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა