„ქართული ოცნების“ წევრებმა ვაზისუბანში დასუფთავების აქცია გამართეს
„ქართული ოცნების“ წევრებმა ვაზისუბანში დასუფთავების აქცია გამართეს
16:22 24.10.2017
პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის დასახლებაში დასუფთავების აქცია გამართეს.

მათ კედლები და სხვა ლოკაციები თავიანთი საარჩევნო პლაკატებისგან გაათავისუფლეს.

დასუფთავების აქციაში პირადად მონაწილეობდა ისნის მე-10 საარჩევნო ოლქის გამარჯვებული კანდიდატი, დედაქალაქის საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი.

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ ქალაქი გავათავისუფლოთ საარჩევნო პლაკატებისგან. ეს, გარდა ესთეტიური თვალსაზრისისა, პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაც არის“-განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

ბეჭდვა