თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“
აცნობეს, შუქი 10-დან 14 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის ნაწილს, თევდორე მღვდლის, კედიას და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 16:00 საათამდე გლდანის I, III მიკრორაიონის ნაწილს გაეთიშება.
ქვესადგურში „ვარკეთილი“ სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10-დან 17:00 საათამდე ვაზისუბნის IV მიკრორაიონს, გიორგი ბრწყინვალის ქუჩას, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, თელავის, ახმეტელის, ბადიაურის, დედოფლისწყაროს, წურწუმიას და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ცოტნე დადიანის ნაწილს, მანჯგალაძის, ხიმშიაშვილის, დადიანის, ჩოხატაურის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, ბჟოლეთის, გოგაშენის, დვირის, ახალდაბის, იფნევის, ჩარგლის, კაკაბაძის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, გარეჯელის, სიხარულიძის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
10-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონს, დიღმის სასწავლო მეურნეობის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლებას არ ექნება.
ელექტროენეგია 10-დან 18:00 საათამდე ვარკეთილის მასივის I, X კვარტლის, მოსკოვის გამზირის ნაწილს და ქინძმარაულის II ქუჩის II შესახვევს, თემქის III მიკრორაიონის, ერწოს, ქვიშხეთის და სამღერეთის ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 11:00 საათამდე ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, სარაჯიშვილის, ულიანოვის, ლიბანის, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ქვესადგურში „დიღომი“ სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 11-დან 12:00 საათამდე დიღმის მასივის III, IV და V კვარტლების აბონეტებს გაეთიშება.
