კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოების ჩასატარებლად შპს
„მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 82 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში სრულად ჩაერთვება.
უწყების ინფორმაციითვე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორმა“ უკვე დაამუშავა 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სამუშაოები გრძელდება პატარა შირაქში, სადაც დღეს კომპანიის 2 ერთეული ტრაქტორით 12 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდა.
აღსანიშნავია, რომ სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.
გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.
