სამგორის, საბურთალოსა და დიდუბის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
სამგორის, საბურთალოსა და დიდუბის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
09:34 20.10.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო დღეს, 20 ოქტომბერს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კერძოდ:

სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ქინძმარაულის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსის მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა