დღეიდან მთელს საქართველოში გამოიდარებს
დღეიდან მთელს საქართველოში გამოიდარებს
10:37 27.02.2012
დღეიდან მთელს საქართველოში გამოიდარებს.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების  ცენტრში განუცხადეს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და სავარაუდოდ, იგი 10-13 გრადუსს მიაღწევს.
თბილი ამინდები ორი დღე შენარჩუნდება.
ამასთან, უახლოეს დღეებში კავკასიონის ქედზე კი მცირე ნალექია მოსალოდნელი.
29 თებერვლიდან კი, სპეციალისტები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ - ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს.
პირველი მარტიდან ცივი ჰაერის მასები მთელს საქართველოში შემოვა და უმეტეს რაიონში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.

ბეჭდვა